Wordpress ჰოსტინგი

ვებ გვერდის შექმნის დროს აუცილებელია სწორი არჩევანის გაკეთება ჰოსტინგის შეძენის დროს რადგან სწორედ ჰოსტინგზეა დამოკიდებული თქვენი საიტის განვითარება.  დღესდღეობით ხშირად გვხვდება ძირითადად უცხოურ ჰოსტინგ პროვაიდერების საიტზე სარეკლამო ბანერი Wordpress Hosting.

ეს გამოწვეულია იმის გამო რომ სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი საიტი wordpress ძრავზეა, ამიტომ იდეალრი გადაწყვეტილება იყო ჰოსტინგ პროვაიდერებისგან რომ აქცენტი გაეკეთებინათ wordpress ზე, აქვე მინდა განვმარტო თუ რა განსხვავებაა wordpress ჰოსტინგს და საზიარო ჰოსტინგს შორის.  

ჰოსტინგის სტაბილურ და ხარისხიან მუშაობას განაპირობებს  სწრაფი მყარი დისკები NVME SSD , ასევე კარგი ვებ სერვერი ყველაზე იდეალურ შემთხვევაში LITESPEED  და ოპტიმიზებული MYSQL სერვერი.  საზიარო ჰოსტინგისთვის ეს 3 კრიტერიუმი სრულიად დამაკმაყოფილებელია მასზე განთავსებული ნებისმიერი ტიპის საიტის სრულყოფილი მუშაობისთვის.

თავად ტერმინოლოგია ჰოსტინგი მხოლოდ wordpress სთვის არის მარკეტინგული ხრიკი  რომელშიც მომხმარებლების 90 % ხშირად იყენებს.  ხშირად გვხვდება ბლოგებზე რომ wordpress ჰოსტინგი არის სპეციალური პლატფორმა მხოლოდ ამ ძრავისისათვის . მაგრამ ეს ნამდვილად არარის ესე. ლიცენზირებულ  ვებ სერვერს ისეთს როგორიცაა მაგალითად litespeed მას მოყვება wordpress მენეჯერი რაც ხელს უწყობს საიტის კეშირებას კონკრეტულ ძრავზე და ეს სულაც არ ნიშნავს იმას თუ რადგან ეს მოდულია სერვერზე ის აუცილებლად wordpress ჰოსტინგია , თუ გვჭირდება საიტზე კეშირება მას ისედაც შევძლებთ უკვე მზა მოდულებით რომელიც მოყვება აღნიშნულ CMS ს.   

ტექნოლოგიების განვითარება, გამოიწვია ამ სისტემის დანერგვა თითქმის მსოფლიო მაშტაბით ჰოსტინგების 86 % ში.  ამიტომ  გაგიწევთ რეკომენდაციას ჰოსტიგნის არჩევის დროს პირველ რიგში მიაქციოთ ყურადღება ვებ სერვერს და ასევე ჰოსტინგის მყარი დისკების მონაცემებს.  wordpress ჰოსტინგიც იგივე საზიარო ჰოსტინგია  უბრალოდ ტერმინოლოგიაა შეცვლილი. რამაც აშკარად გავლენა იქონია მომხმარებელზე. მიუხედავად იმისა რომ wordpress ჰოსტინგების ფასი ბევრად მაღალია.

 

დაგეხმარა ინფორმაცია?

Related Articles

რა არის ჰოსტინგი?

თქვენი საიტის სიცოცხლე- ჩვენი პრიორიტეტია!!!ჩვენი ცხოვრება XXI საუკუნეში ორ განზომილებაში...

რა არის ტრაფიკი ?

ტრაფიკში იგულისხმება ჯამური რაოდენობა შემომავალი და გამავალი მონაცემებისა, რომელთა ტრანსფერიც...

რას ნიშნავს ვირტუალური სერვერი

გამოყოფილ ვირტუალურ სერვერს (Virtual Private Server, VPS) გააჩნია ჩვეულებრივი სერვერის ყველა...

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?- ქართულ ჰოსტინგზე ბევრი საეჭვო რეპუტაციის,...

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?დღეს რომ კითხო, ყველა აკეთებს ვებ...