რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

- ქართულ ჰოსტინგზე ბევრი საეჭვო რეპუტაციის, დამწყები ექსპერიმენტატორების და ავანტიურისტების განთავსება ხდება, ამიტომ ასეთი ჰოსტინგი:
- ხშირად გადატვირთულია და არანორმალურად მუშაობს;
- ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან;
- ასევე ხშირად იბლოკება საერთაშორისო ინტერნეტის ორგანიზატორების მიერ.

- ჰოსტინგების ადმინისტრირებას ახორციელებენ დაბალი კვალიფიკაციის და ანაზღაურების პერსონალი, ხშირად მოხალისეები და დამწყები ექსპერიმენტატორები. რომლებმაც არ იციან სათანადო დონეზე ჰოსტინგის მომსახურება და თქვენ ხდებით მათი ექსპერიმენტის მასალა!

- საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებული მაღალი ცვალებადი და ფიქსირებული ხარჯები აძვირებს ქართული ჰოსტინგის ფასს. კერძოდ, მაღალია ტექნიკის, კომუნიკაციების, ელექტრო ენერგიის, გლობალური ინტერნეტ კავშირის, მომსახურების და სხვა ფასები.

- ძალიან დაბალია გლობალურ ინტერნეტთან დაკავშირების სიჩქარე. გახსოვდეთ,  რომ ინტერნეტის სიჩქარე ასინქრონულია, ეს არის ქართული ინტერნეტის ”სიეშმაკე”, ანუ უცხოეთში ინფორმაციის გაგზავნის სიჩქარე 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე პირიქით. ამიტომ უცხოელები ან ვერ ნახავენ ან გაუჭირდებათ ქართულ ჰოსტინგზე განთავსებული თქვენი ვებსაითის ნახვა, ზოგი საერთოდ არ დაელოდება მის საშინლად ნელა ჩატვირთვას და საერთოდ თავს დაანებებს მის ნახვას. ისინი არ არიან მიჩვეულნი დიდი ხნით ლოდინს საითის გასახსნელად. ამიტომ თუ თქვენ თუნდაც ერთი კლიენტი, პარტნიორი ან სხვა ვინმე გყავთ უცხოეთში, ეს უკვე არის იმის საფუძველი, რომ აუცილებლად უცხოური სწრაფი ჰოსტინგი იქონიოთ და არა ძალზე ნელი ქართული.

- დაბალი დაცვისა და გაუმართაობის გამო თქვენი სიატი იოლად გახდება ხაკერების მსხვერპლი.

- ქართულ ჰოსტინგზე ტექნიკური დახმარების და მომსახურების ხარისხი საგრძნობლად დაბალია და გვიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტინგი შეიძლება თბილისში იყოს. მათგან პასუხს ხშირად 24 საათი ჭირდება და ასე ნანატრი პასუხი ხშირად ასევე არაკვალიფიციური აღმოჩნდება ხოლმე. არადა ამერიკა ათასობით კილომეტრითაა დაცილებული, მაგრამ პასუხი უმეტეს შემთხვევაში 30 წუთს არ აღემატება

- თუ თქვენ უცხოელებთან გაქვთ კონტაქტი ისინი უფრო მოგენდობიან თუ დაადგენენ, რომ თქვენი ჰოსტინგი გლობალურ პოპულარულ საინფორმაციო ცენტრშია (დატა ცენტრი) განთავსებული.

ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს და გთავაზობთ მომსახურებას მსოფლიოს წამყვან მონაცემთა ცენტრებში როგორც  გერმანიაში ასევე საფრანგეთში. პროსერვ.ჯი სტაბილურობის 100 % გარანტიაა.

დაგეხმარა ინფორმაცია?

Related Articles

რა არის ჰოსტინგი?

თქვენი საიტის სიცოცხლე- ჩვენი პრიორიტეტია!!!ჩვენი ცხოვრება XXI საუკუნეში ორ განზომილებაში...

რა არის ტრაფიკი ?

ტრაფიკში იგულისხმება ჯამური რაოდენობა შემომავალი და გამავალი მონაცემებისა, რომელთა ტრანსფერიც...

რას ნიშნავს ვირტუალური სერვერი

გამოყოფილ ვირტუალურ სერვერს (Virtual Private Server, VPS) გააჩნია ჩვეულებრივი სერვერის ყველა...

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?დღეს რომ კითხო, ყველა აკეთებს ვებ...

როგორ გავასწოროთ საიტის კოდირება

დღესდღეობით ბევრჯერ გვხვდება ისეთი საიტის ძრავები რომელთაც არ აქვთ მხარდაჭერა ქართული კოდირების....