Google Search Colsone - ში საიტის დამატება

ძვირფასო მომხმარებელო. გაწოდებთ მცირე ინსტრუქციას თუ როგორ უნდა  დაამატოთ საიტი  Google Search Colsone - ში .  პროცესი ძალიან მარტივია თუმცა გვხვდება facebook ჯგუფებში მსგავსი კითხვები ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ცოდნის ბაზაში გამოქვეყნებულიყო ამის შესახებ. 

  1. ნაბიჯი შევდივართ საიტზე   https://search.google.com/search-console/welcome

ავტორიზაციის შემდეგ გვაქვს დომენის დამატების ინტერფეისი ისევე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები

დომენის დასახელებაში წერთ თქვენი საიტის მისამართს რის შემდეგადაც გამოდის ახალი ფანჯარა . 

სადაც google ახდენს დომენის ვერიფიკაციის შემოწმებას. ვერიფიკაციისთვის საჭიროა მოცემული TEXT ფორმატის კოდი გაიწეროს ჰოსტინგის DNS მენეჯერში. შევდივართ ჰოსტინგის პანელში და ვპოულობთ ღილაკს ZONE EDITOR . სადაც გამოჩნდება ჩანაწერების დამატების ღილაკი. დამატების დროს TYPE ველში ვირჩევთ TEXT ფორმატს. ( ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები ) 

RECORD ველში კი ვწერთ GOOGLE ს მიერ გენერირებულ TEXT კოდს. 

ინსტრუქციის მიხედვით თუ ყველაფერი სწორადაა გაკეთებული ვერიფიკაციის დროს მივიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენი ტექნიკური სამსახურის განყოფილებას იმეილზე support@proserv.ge

 

 

 

 

დაგეხმარა ინფორმაცია?

Related Articles

რა არის ჰოსტინგი?

თქვენი საიტის სიცოცხლე- ჩვენი პრიორიტეტია!!!ჩვენი ცხოვრება XXI საუკუნეში ორ განზომილებაში...

რა არის ტრაფიკი ?

ტრაფიკში იგულისხმება ჯამური რაოდენობა შემომავალი და გამავალი მონაცემებისა, რომელთა ტრანსფერიც...

რას ნიშნავს ვირტუალური სერვერი

გამოყოფილ ვირტუალურ სერვერს (Virtual Private Server, VPS) გააჩნია ჩვეულებრივი სერვერის ყველა...

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?- ქართულ ჰოსტინგზე ბევრი საეჭვო რეპუტაციის,...

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?დღეს რომ კითხო, ყველა აკეთებს ვებ...