სერთიფიკატის განახლება

მოგეხსენებათ ჩვენი კომპანიის საზიარო ჰოსტინგი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ SSL სერთიფიკატი უფასოთ.  უფასო სერთიფიკატის ვადა არის 3 თვე  და მისი განახლება ავტომატურად ხდება. 

როდესაც ჰოსტინგზე უკვე ინსტალირებული გვაქვს სერთიფიკატი და გვჭირდება ახალი დომენის მიმაგრება, SSL გენერაცია ახლიდან უნდა მოხდეს, სწორედ იმიტომ რომ ახალ დომენზეც გავრცელდეს დაცული კავშირი.  ჩვენს პოსტში გაწოდებთ მცირე ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მოახდინოთ სრულიად დამოუკიდებლად სერთიფიკატის გენერაცია. 

  1. ნაბიჯი შევდივართ ჰოსტინგის CPANEL ში და უსაფრთხოების განყოფილებაში ვპოულობთ ღილაკს SSL/TLS Status                                                          

  2.      


  3. შემდეგ გვერდზე ჩამოთვლილია დომენები და შესაბამისად მოცემულია სტატუსი თუ რომელ დომენს აქვს სერთიფიკატი ინსტალირებული. 
  4. მოვნიშნავთ ჩვენთვის სასურველ დომენს და დააჭერთ ღილაკს Run AutoSSL

სერთიფიკატის ინსტალირება/განახლება  მოხდება 10 წუთის განმავლობაში. 

დამატებითი კითხვებისათვის დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკურ სამსახურს. support [@] proserv.ge

დაგეხმარა ინფორმაცია?

 Print this Article

Also Read

უფასო სერთიფიკატის მიღება

კომპანია პროსერვ.ჯი თავის აბონენტებს აწოდებს უფასო სსლ დაცვის პროტოკოლს. თქვენს საიტებზე უკვე...