CWP პანელის ინსტალაცია

როდესაც  საიტის რეიტინგი მაღალია მას ვერ აკმაყოფილებს საზიარო ჰოსტინგი. ამის გათვალისწინებით ყოველთვის ვდგებით იმ პოზიციაზე რომ საჭიროა მოხდეს VPS სერვერზე ჩვენი ვებ-გვერდის გადატანა მაღალი რესურსის გამო.  მომხმარებლის უმეტესობა ამ ყველაფერს ვერ ახდენს საკუთარი ძალებით და ფიქრობს რომ ეს პროცედურა ძალიან რთულია და საჭიროებს ტექნიკურ ცოდნას თუმცა ესე სულაც არ არის. ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან გაამარტივა VPS სერვერის შექმნაც და მისი კონფიგურაციაც.  ამ პოსტში მარტივად აგიხსნით თუ როგორ უნდა მოახდინოთ  CPW ( CENTOS WEB PANEL ) ის ინსტალაცია სერვერზე. 

ნაბიჯი 1. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა რესურსი ჭირდება კონკრეტულ პანელს ჩვენს სერვერზე. ამ შემთხვევაში აქვე გეტყვით რომ CPW პანელს სტაბილული მუშაობისთვის ესაჭიროვება  

32 ბიტიან ვერსიაზე მისი მინიმალური მოთხოვნებია 512 მბ RAM ანუ ოპერაციული მეხსიერება. 

64 ბიტიანის შემთხვევაში მისი მინიმალური მოთხოვნაა 1024 მბ RAM . 

პანელის ინსტალაციამდე თქვენ უნდა გქონდეთ სერვრზე დაყენებული CENTOS 6 ან CENTOS 7 ასევე შესაძლებელია CLOUDLINUX.  ის შემთხვევაშიც. 

CWP პანელი ინსტალაციისთვის საჭიროებს მხოლოდ 15 წუთს.  რადგან მას ჭირდება APACHE და PHP მონტაჟი. 

CENTOS 6 ის შემთხვევაში

cd /usr/local/src
wget http://centos-webpanel.com/cwp-latest  
sh cwp-latest    

CENTOS 7 ის შემთხვევაში

cd /usr/local/src
wget http://centos-webpanel.com/cwp-el7-latest
sh cwp-el7-latest

ინსტალაციის შემდეგ მაოხდინეთ სერვერის გადატვირთვა რომ სისტემა ახლიდან ჩაიტვირთოს უკვე დაყენებული პანელით. 

reboot

CWP პანელი არის სრულიად უფასო და მას არ ჭირდება დამატებითი ლიცენზიის შეძენა. არსებობს რამდენიმე პოპულალური ლიცენზირებუ პანელი  და შემდეგ პოსტში მოხდება მისი ინსტალაციის ინსტრუქციის დადება. 

დაგეხმარა ინფორმაცია?

 Print this Article

Powered by WHMCompleteSolution