რას ნიშნავს ვირტუალური სერვერი



გამოყოფილ ვირტუალურ სერვერს (Virtual Private Server, VPS) გააჩნია ჩვეულებრივი სერვერის ყველა უპირატესობა — დამოუკიდებელი პროცესები, გარანტირებული სისტემური რესურსები, ცალკეული საფაილო სისტემა, სუპერმომხმარებლის უფლებით დაშვების შესაძლებლობა (root) და ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების შესაძლებლობა. ანალოგიური ფუნქციონალური პარამეტრებისას, VPS-ჰოსტინგის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება, ცალკეული სერვერის იჯარის დონეზე დაბალია. VPS (ვირტუალური სერვერი) გამოსადეგი იქნება მაღალრესურსიანი საიტების, პროექტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროება პროგრამული უზრუნველყოფის არასტანდარტული კონფიგურაცია და მაღალი უსაფრთხოება. VPS-ჰოსტინგი გამოსადეგი იქნება ვებ-სტუდიებისა და რესელერებისათვის: ვირტუალური სერვერი ხშირად გამოიყენება მოედნის სახით, ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ შეუზღუდავი რაოდენობის საიტების განსათავსებლად.

VPS (Virtual Private Server) — ტექნოლოგია, რომელიც ერთი ფიზიკური სერვერის საფუძველზე რამდენიმე ვირტუალური მანქანის დაინსტალირების საშუალებას იძლევა. თითეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი პროცესები,გარანტირებული სისტემური რესურსები, იზოლირებული საფაილო სისტემა, სუპერმომხმარებლის უფლებით დაშვება (root) და ნებისმიერი პროგრამული უხრუნველყოფის დაინსტალირების შესაძლებლობა, ანუ ფუნქციონალურად პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სერვერისაგან. ჰოსტინგი VPS-ის პლატფორმაზე რეკომენდირებულია:

ვებ-საიტებისათვის, რომლებსაც მრავალი მომხმარებელი ნახულობს / და სერვერზე დიდი დატვირტვაა, როდესაც ჩვეულებრივი ჰოსტინგის რესურსები საკმარისი არ არის.
პროექტებისათვის, რომლების საჭიროებს უსაფრთხოებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის მაღალ დონეს
პროექტებისათვის, რომლებიც საჭიროებს პროგრამული უზრუნველყოფის არასტანდარტულ კონფიგურაციას
ვებ-სტუდიებისა და დიზაინერებისათვის გომოყოფილი რესურსების ფარგლიბში საიტების შეუზღუდავი რაოდენობის განსათავსებლად
იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა გამოყოფილი სერვერის მახასიათებლები და მისი შეძენა/იჯარა ეკონომიკურად გაუმართლებელია
დაგეხმარა ინფორმაცია?

Related Articles

რა არის ჰოსტინგი?

თქვენი საიტის სიცოცხლე- ჩვენი პრიორიტეტია!!!ჩვენი ცხოვრება XXI საუკუნეში ორ განზომილებაში...

რა არის ტრაფიკი ?

ტრაფიკში იგულისხმება ჯამური რაოდენობა შემომავალი და გამავალი მონაცემებისა, რომელთა ტრანსფერიც...

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?

რატომ ჯობია გლობალური ჰოსტინგი ქართულ ჰოსტინგის?- ქართულ ჰოსტინგზე ბევრი საეჭვო რეპუტაციის,...

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?

რატომ თვითონაც არ აკეთებს PROSERV.GE ვებ საიტებს კლიენტებისთვის?დღეს რომ კითხო, ყველა აკეთებს ვებ...

როგორ გავასწოროთ საიტის კოდირება

დღესდღეობით ბევრჯერ გვხვდება ისეთი საიტის ძრავები რომელთაც არ აქვთ მხარდაჭერა ქართული კოდირების....