დაუცველი Wordpress CMS

დღესდღეობით ძალიან ხშირი შემთხვევაა როდესაც საიტის აწყობას ახდენს დილეტანტი და იყენებს ყველაზე მარტივ მზა cms wordpress . ერთი შეხევით ეს ძალიან მარტივი პროცედურაა მოახდინო ძრავის ინსტალაცია. აირჩიო მზა შაბლონი და ზედაპირული საიტი უკვე გვაქვს :) მაგრამ ამ ყვეალფრის უკან იმალება ის ვირუსიანი მოდულები თუ საიტის შაბლონები რომლებიც უფასოდ არის გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში. ის რათქმაუნდა ძალიან მიმზიდველია მაგრამ რამდენიმე თვეში იჩენს პრობლემები თავს.  ძირითადად wordpress ში ვირუსი ვრცელდება არა რეიტინგული მოდულების ინსტალაციით და ასევე საიტის შაბლონით.  უმეტეს შემთხვევაში როდესაც ვირუსული ფაილები უკვე შეაღწევს თქვენს სივრცეში ავტომატურად გადადის სხვადასხვა ფოლდერში და მისი სრულყოფილად გაწმენდა შეუძლებელია. უნდა მოხდეს სისტემის ახლიდან ინსტალაცია, ჩვენი უსაფრთხოების ჯგუფი მუდმივად ანხორციელებს სერვერების სკანირებას და სისუსტეებზე შემოწმებას, ამასთანავე გაწოდებთ ინსტრუქციას თუ როგორ და სად შეგიძლიათ მიიღოთ რეპორტი თქვენი დაუცველი საიტის შესახებ.  ჰოსტინგის პანელში უსაფრთხოების განყოფილებაში დაგხვდებათ ღილაკი  ImunifyAv 

სადაც მოცემულია ყოველ კვირეული რეპორტი ვირუსიანი კონტენტის შესახებ.  თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ მისი იგნორირება და ასევე გასუფთავება. 

გაითვალისწინეთ მოცემული რეპორტი შესაძლოა ბოლომდე არ იყოს სრულყოფილი და ვერ მოხდეს ყველა ვირუსიანი ფაილის სკანირება. რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი php კოდიც კი შესაძლოა იყოს. 

1.თუ საიტის შექმნას ცდილობთ და უკვეთავთ მომსახურებას აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება freelancer ის ნამუშევრებზე. ასევე აირჩიეთ გამოცდილი კომპანია ვინც დაგიმზადებთ საიტს და რამდენიმე ლარის დაზოგვის გამო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას უხარისხო საიტის შექმნისთვის. 

2.თუ თავად ხართ დამწყები და გსურთ თქვენვე მოახდინოთ საიტის გამართვა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ მოდულების რეიტინგს რომლის ინსტალაციასაც ცდილობთ wordpress ძრავში.  რადგან 90 % კონტენტი ვირუსდება ურეიტინგო მოდულებისგან. 

3.არ გამოიყენოთ სერვერზე სამუშაოდ online ftp მენეჯერი და ნუ გადასცემთ ჰოსტინგის მონაცემებს მესამე მხარეს თუ ეჭვქვეშ აყენებთ მის რეპუტაციას. 

დაგეხმარა ინფორმაცია?

Related Articles

IP მისამართის განბლოკვა

ხშირია როდესაც მომხმარებელი გადის ავტორიზაციას არასწორი პარამეტრებით.  რის გამოც უსაფრთხოების...

ქსელის უსაფრთხოება

 განვიხილოთ ჩვეულებრივი syn-flood-ის სცენარი.  წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ გავუგზავნით სერვერს...

ხელოვნური ინტელექტი და პაროლის უსაფრთხოება

ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც AI-ის საფრთხე უახლოეს მომავალში ზოგიერთი სამუშაოს დაკავების საფრთხის...