გაცნობებთ რომ დღეიდან შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ვირტუალური სერვერებისთვის უფასო ბექაფირების სისტემით. ავტომატური ბექაფირება კეთდება კვირაში 1 ჯერ ყოველ ორშაბათს დილის 6 საათზე. ბექაფირების პროცესში მომხმარებლის ინტერფეისი იბლოკება და რეზერვის კოპირების შემდეგ ბლოკირება მომენტალურად მოიხსნება. ასევე შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ მომენტში შეინახოთ თქვენი სერვერის ასლი და აღადგინოთ საჭიროების შემთვევაში სრულიად დამოუკიდებლად. სარეზერვო ფაილები განსაკუთრებული უსაფრთხოების გამო განთავსებულია დაშორებულ სერვერზე. 

« Back