ძვირფასო მომხმარებელო 


ჰოსტინგის პანელში გამოჩნდა ახალი ღილაკი DNSSEC.

DNSSEC ანუ DNS Security Extensions არის DNS პროტოკოლის დამატებით დაცვის მექანიზმები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის კომპიუტერიდან ავტორიტატულ DNS სერვერამდე კომუნიკაცია იყოს მთლიანი და ხელშეუხებელი,
მარტივად რომ ვთქვათ, ვერავინ შეძლოს DNS მოთხოვნებში ცვლილება MITM შეტევების დროს.

DNSSEC დაფუძნებულია ე.წ. Public Key კრიპტოგრაფიაზე, ანუ ყოველი ავტორიტატული ნეიმ სერვერი, თითოეულ ჩანაწერს ხელს აწერს საკუთარი გასაღებით.
რეზოლვერი კი ამოწმებს, სწორი გასაღებითაა თუ არა ხელმოწერილი მის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერი.

« Back