ძვირფასო მომხმარებელო,

 

მოგეხსენებათ სექტემბრის თვიდან ცვლილებები შედის CPANEL ანაგრიშებზე. რაც უფრო დეტალურად გულისხმობს ფასების გაძვირებას ჰოსტინგ პროვაიდერებისათვის ანუ ჰოსტინგ კომპანიას უფრო მეტი ღირებულების გადახდა მოუწევს CPANEL სთვის ვიდრე ეს ამ დრომდე ხდებოდა. ჩვენთან ძალიან ბევრი შეყობინება შემოდის ეთი და იგივე საკითხზე, იმოქმედებს თუ არა ეს ფასების ზრდა მომხმარებელზე.

პასუხი კი ძალიან მარტივია.

ჩვენ არ მოვახდენთ მომსახურების ტარიფების გაძვირებას და ასევე არ შემოგთავაზებთ უფრო დაბალი ხარისხის მართვის პანელებს. ჩვენ ვაგრძელებთ CPANEL ის მოხმარებას ჩვენს ყველა სერვერზე და მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩება. ჩვენი პრიორიტეტი ხართ თქვენ და კომპანია პროსერვ.ჯი მუდმივად დარჩება ყველაზე იაფი, საიმედო და სტაბილური ჰოსტინგ სერვისი.

« Back