Intel-ის პროცესორებში აღმოჩენილია ახალი კრიტიკული სუსტი წერტილი, სისტემურ დონეზე. რომლიც ეხება ყველა სახის Intel-ის ჩიპსეტზე მომუშავე თანამედროვე კომპიუტერს,(უკანასკნელი 10 წლის მანძილზე) არ აქვს მნიშვნელობა რომელი ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩიპსეტი, Windows, Linux თუ macOS. პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში. ჩვეულებრივი მომხმარებელის პროგრამის წყალობითაც კი შესაძლებელი ხდება შეღწევა მოხდეს პროცესორის დაცულ ნაწილში, სადაც განთავსებულია მომხმარებლის "ლოგინები", პაროლები, ქეშირებული ფაილები და სხვა კონფედენციალური ინფორმაციები.

დეტალური ინფორმაცია საჯარო გახდება 2 თვის შემდეგ როდესაც ინტელი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებთან ერთად შეიმუშავებს დამცავ საშუალებას, რომელიც გაახლების სახით იქნება მიწოდებული მომხმარებლამდე. ამ ეტაპზე უხეშიჩარევის შედეგად შესაძლებელია მოხდეს დახურვა ამ შავი ხვრელის(Kernel Page Table Isolation პროცედურა) მაგრამ ასეთი ჩარევა 5%-30% მდე მოწყობილობის შენელებას იწვევს.

Linux-ი და Windows საწრაფო რეჟიმში მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ასევე Apple აცხადებს რომ მომდევნო გაახლებაში რომელიც ორ კვირაში გამოვა გათვალისწინებული იქნება აღნიშნული პრობლემა.



« Back